გია ბურჯანაძე საგამოძიებო კომისიას – 2011 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტოტალურ დაშინებას მიაღწია, ჩემი სამოქალაქო აქტიურობის გამო ახლობლებს ბევრი პრობლემა შევუქმენი, ადამიანებს დახმარების ეშინოდათ, უბრალოდ პური რომ მოეტანათ ჩვენთვის

2011 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტოტალურ დაშინებას მიაღწია – ჩემი სამოქალაქო აქტიურობის გამო, ჩემს ახლობლებს ბევრი პრობლემა შევუქმენი, – ამის შესახებ მსახიობმა, გია ბურჯანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2011 წლის 26 მაისს მომხდარი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება.
მისი თქმით, „ყველას ყველაფრის ეშინოდა“.
„ჩემი სამოქალაქო აქტიურობის გამო, ჩემს ახლობლებს ბევრი პრობლემა შევუქმენი. სამსახურიდან ხსნიდნენ ადამიანს, ხალხს ეშინოდა ტელეფონზე ლაპარაკის. ბიზნესი კი არა, დახმარების ეშინოდათ, უბრალოდ პური რომ მოეტანათ ჩვენთვის. ჩემი მეგობრის მეუღლეს ჩამოართვეს მანქანა იმიტომ, რომ მოდიოდა, მხარს გვიჭერდა. ეს პრეცედენტი შექმნეს, რომ ერთი წელი შემდეგ ჩამკვდარი იყო ყველაფერი საქართველოში. ტოტალური შიში იყო,“ -განაცხადა გია ბურჯანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს