გია ბარამიძე პარტიების აკრძალვაზე: ვამზადებთ ყველაფერს სტრასბურგისთვის

“ვამზადებთ ყველაფერს სტრასბურგისთვის” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ბარამიძემ განაცხადა და “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშრებით შეტანილ სარჩელზე ისაუბრა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ისინი აპირებენ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთონ და მიუხედავად იმისა, რომ არ იციან “ოცნების” მოსამართლეები რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ, ქართულ საზოგადოებას დ მთელ მსოფლიოს აჩვენონ “ვინ არიან ერ მოღალატეები”.

რაც შეეხება ე.წ. გაუქმებას, რა სარჩელიც შეაქვთ საკონსტიტუციოში, მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ ვამაყობთ იმით, რომ სწორედ ეს რუსული რეჟიმი, პირველყოვლისა, კვლავ უპირისპირდება “ნაციონალურ მოძრაობას”, ეს ჩვენთვის დიდი პატივია იმიტომ, რომ უპირისპირდება თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, რაც არის უშუალოდ დაკავშირებული მის შემქმნელთან, მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან. 

ამიტომ, ახლაც ვაპირებთ, რომ ამ სარბიელზე, ამ რეალურად პოლიტიკურ ბრძოლაში ჩავერთოთ ძალიან სერიოზულად, იქ თავისი სამართლებრივი ნაწილითაც, რა თქმა უნდა, ვამზადებთ ყველაფერს სტრასბურგისთვის. ძალიან დიდი პოლიტიკური ნაწილითაც, ერთის მხრივ, რომ შევახსენოთ ხალხს რა ქვეყანა ჩავიბარეთ ჩვენ და რა ქვეყანა შევქმენით თავისი თანამედროვე პოლიციით, საბაჟოთი, საგადასახადოთი, განათლების სისტემით, ჯანდაცვის სისტემით, იუსტიციის სახლები და ა.შ. და რას ეძახიან ესენი ნორმიდან გადახვევას, შევარდნაძის გზა ყოფილა თურმე, შევარდნაძის ხელისუფლებას ჰქონია თურმე სწორი გზა არჩეული და როგორც წულუკიანმა თქვა ვარდების რევოლუციით გადაუხვიეთო, ამას ყველაფერს ვაჩვენებთ ქართულ საზოგადოებას და ბეჭებზე დავდებთ ამ მოღალატეებს, როგორც სამართლებრივად… მათი ჯიბეში მყოფი მოსამართლეები რას გამოიტანენ არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკურად ვიღებთ ამ გამოწვევას და ბეჭებზე დავდებთ, ქართველ ხალხს და მთელ მსოფლიოს ვანახებთ ვინ არიან ეს მოღალატეები და ვინ იყო “ნაციონალური მოძრაობა”. 

ამისთვის ბრძოლას ერთად გავაგრძელებთ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოების ერთიანობით ამ მოღალატეებს აუცილებლად დავამარცხებთ,” – განაცხადა გია ბარამიძემ. 

ქართულ ოცნება შემდეგი პარტიების აკრძალვას ითხოვს:

  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
  • პარტია “ახალი”;
  • “ძლიერი საქართველო – ლელო”