გთხოვთ, შეაჩერეთ უცხოური აგენტების კანონი — როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი აცხადებს, რომ უცხოელი აგენტების კანონის პირობებში ვერ ხედავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ნათელ მომავალს.
ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაიწვიონ კანონი.
„ჩვენ ვართ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები. ჩვენ ერთგული ვართ მოსაზრების, რომ საქართველოს ადგილი ევროპის გულშია და ვმუშაობთ საქართველოს ევროინტეგრაციაზე. მაგრამ გთხოვთ, ძვირფასო მთავრობავ, ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ ეს უცხოური აგენტების კანონი. მე ვერ ვხედავ საქართველოს ნათელი მომავალს, თუ ეს კანონი არ იქნა გაწვეული“, – განაცხადა როთმა.
საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი, პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბოგდან კლიხი, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადმინისტრაცია – მავნებლური საქციელით ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ – სირცხვილია, როცა ეს ისტორიული მატჩის წინ ხდება