“გთხოვთ, თუ ასე დაგვცინით, დაგვიბრუნეთ ჩვენი ქალაქის ტელეფონები და ტაქსოფონები. არ მესმის, ეს ხარვეზები ყველგანაა, ჩვეულებრივი ქსელიც კი აღარსად იჭერს”

რუსეთში ინტერნეტზე შეზღუდვების გამო მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
💬 „გთხოვთ, თუ ასე დაგვცინით, დაგვიბრუნეთ ჩვენი ქალაქის ტელეფონები და ტაქსოფონები. არ მესმის, ეს ხარვეზები ყველგანაა, ჩვეულებრივი ქსელიც კი აღარსად იჭერს. შეუძლებელია სასწრაფოში დარეკო ან ბავშვს დაუკავშირდე. ყველგან ახშობენ – სკოლებში, ყველგან. მესმის, რომ ეს უსაფრთხოებისთვისაა, მესმის, მაგრამ ჩვეულებრივი კავშირი მაინც დატოვეთ. კარგი, ეს ინტერნეტი ჯანდაბას, მაგრამ ჩვეულებრივი ქსელი დატოვეთ. არ მესმის, უბრალოდ დააბრუნეთ სტაციონარული ტელეფონები, რომ სასწრაფოში დარეკვა მაინც შევძლოთ.
ციფრული ფული? კითხვა მაქვს: როგორ აპირებთ ციფრული ფულის გადარიცხვას? ახლა რომ პროდუქტების საყიდლად მივიდე და გადახდა მოვინდომო, ტერმინალი ვერ იმუშავებს, რადგან ინტერნეტი არ არის და რა ჯანდაბა ვუყოთ ამ ციფრულ ფულს? როგორ? ეს უბრალოდ რაღაც იდიოტიზმია…“ | ამბობს რუსეთის მოქალაქე ვიდეომიმართვაში, რომელსაც Nexta ავრცელებს
🔴 ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში ინტერნეტის დაბლოკვის გამო დიდი უკმაყოფილებაა. პარალელურად, როსკომნადზორმა გაამკაცრა Telegram-ის მუშაობის შეზღუდვები, ხოლო ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტრომ VPN-ების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. აღნიშნულს მოსკოვსა და მის სხვადასხვა ქალაქებში პროტესტი მოჰყვა, კრემლმა კი ათობით ქალაქში ინტერნეტის ბლოკირებასთან დაკავშირებული აქციები აკრძალა და სულ მცირე 25 ადამიანი დააკავა.