გზის გადაკეტვის საბაბით მკვლევარ რუსუდან ს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ფილოლოგს, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარს, რუსუდან ს. მას პარლამენტის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე „გზის გადაკეტვას“ ედავებოდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ამავე მოსამართლემ რუსუდან კობახიძეს ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდა 6 ნოემბერს, როცა გზის გადაკეტვის სხვა ეპიზოდს განიხილავდა.
სადავო პარლამენტმა ოქტომბერში დაჩქარებული წესით მიღებული კანონით, გზის ხელმეორედ გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახადა. თუმცა იმის გამო, რომ რუსუდან კობახიძეს ედავებოდნენ 6 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილებამდე ჩადენილ სამართალდარღვევას, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღარ აღძრულა.
თუკი კობახიძეს 6 ნოემბრის შემდეგ „გზის გადაკეტვას“ მოედავებიან, -ს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შეეძლება, რადგან არსებობს მისი სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება.
ვინ არის რუსუდან კობახიძე
რუსუდან კობახიძემ 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით. 1987-1989 წლებში მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებულ „ვეფხისტყაოსნის კომისიაში“, 1989 წელს ჩააბარა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში ქართველოლოგიის განყოფილებაზე. 1998-2000 წლებში მუშაობდა კერძო სკოლა „ფესვებში“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2012 წლიდან 2017 წლამდე სწავლობდა თსუ ბიზანტიური ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე. 2017 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 2014 წლიდან მუშაობს მკვლევრად და რედაქტორად „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში“. 2018 წლიდან მუშაობს თბილისის “მწვანე სკოლაში” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2020 წელს კითხულობს აკადემიური წერის კურსს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამის ფარგლებში.
მონაწილეობა მიუღია საერთაშორისო კონფერენციებში: 2013 – საერთაშორისო კონფერენცია – „ბიზანტინოლოგია საქართველოში – 4“, მოხსენება – „ვენახის ბიბლიური სახისმეტყველებისათვის“.
2014 – საერთაშორისო კონფერენცია – „Topical Issues of Ancient Culture and its Heritage”. მოხსენება – „Typological Correlations of the Symbol of Wine in Byzantine Exegesis”.
კონფერენციებში მონაწილეობა:
· 2018 – თავისუფალი უნივერსიტეტი – აკადემიური კონფერენცია „საქართველოს პირველი რესპუბლიკა: სამართლებრივი და პოლიტიკური რეტროსპექტივა“. მოხსენება – „საკუთრების უფლება და ეკლესია“;
· სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები;
· პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია, საბჭოთა კავშირის ისტორია, სიმბოლიკის საკითხები, აკადემიური წერის სტრატეგიები.