რიკოთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც ზოგიერთი ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია – განცხადებას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. იქამდე, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც ჩანდა საცობში მდგარი მანქანები.
“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია” – წერია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.