გზების დეპარტამენტი: რიკოთის გზაზე წყალი და ტალახი ჩამოვიდა, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე, გზაზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო შეზღუდული მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.
უწყება განმარტავს, რომ 11 ივნისს რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან, გზის სავალ ნაწილზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – უკრაინა განიცდის გაუმართლებელ აგრესიას, 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა საქართველოც – მის მავნე ქმედებებს სჭირდება სათანადო პასუხი, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ ძლიერები