გზების დეპარტამენტი – (ანგისა)-ახალციხის გზაზე დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა ჩამოვიდა, ქვისცვენა გრძელდება – შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზე (ქედა) მონაკვეთზე, ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ქვისცვენა კვლავ გრძელდება. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა