“გვყავს ამერიკელი ინვესტორი, ვისაც გარკვეული გეგმები აქვს სამეგრელოში, თუმცა ველოდებით, რა მოხდება“ – მარანი “ოდა”

საოჯახო მარანი “ოდას” დამფუძნებლის, ქეთო ნინიძის თქმით, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ტურიზმის სექტორზე ნეგატიურად მოქმედებს. როგორც ნინიძემ BMG-თან საუბრისას განმარტა, კომპანიას ამერიკელი პარტნიორი ჰყავს, რომელიც სამეგრელოში ვენახების გაშენებითა და შტატებში ღვინის ექსპორტით არის დაინტერესებული, თუმცა არსებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე ინვესტორების ინტერესი შენელებული და გაურკვეველია.