გვიხაროდენ! ქვეყანაში ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი „საფრთხე“ – Lee Van Der Khabe-ს დაანონსებული „ბრძოლაა“, სადაც „სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ს მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას „თავზე ხელი უნდა ავიღოთ – დედაქალაქშიც გენერალური ბრძოლისთვის ვართ მოსამზადებელი. სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“ სოციალური ქსელით ეხმიანება.
ექსპერტის თქმით, ქართველებს უნდა უხაროდეთ, რომ ახლა ქვეყანაში ყველაზე დიდი „საფრთხე“ ს დაანონსებული „ბრძოლაა“.
„ახლა Lee Van Der Khabe-ს პიარში არ ჩამომართვათ – რატომ დავდე ეს “გენიალური” მოწოდება. კონტრასტის გამო. დღეს წავიკითხე – თბილისმა „საბოლოოდ“ დაკარგა სამხრეთ კავკასიის ცენტრის ფუნქცია, რომელიც ბაქომ აითვისა. და აი რატომო: მიუხედავად „ანტიდემოკრატიული“ აზერბაიჯანისა, მას მაინც სტუმრობს მაღალფარდოვანი სიტყვებით ევროკომისარი; სირიაზე (თურქეთის პროქსი-გავლენის ზონაზე) მორიგი ავიადარტყმების მიყენების შემდეგ – ბაქოში თურქეთის საჰაერო სივრცის (!) გამოყენებით 5-დღიანი (!!) ვიზიტით ჩადის ნეთანიაჰუ; ამის შემდეგ ბაქოში ჩადის ერდოღანი; და 9 მაისს პუტინთან ჩადის ალიევი – და სად არისო ამ ყველაფრის ფონზე თბილისი.
ამ ყველაფრის ფონზე „თბილისი“ მაგონებს გაზის „პლიტასთან“ მყოფ პატარა ბავშვს, რომელსაც მზრუნველმა მშობლებმა ასანთი წაართვეს და იმის მაგივრად, რომ უხაროდეს – რატომღაც სიმწრის ცრემლები მოსდის. გვიხაროდენ! რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ მოვლენებისგან ამ ეტაპზე (ყოველ შემთხვევაში) რაც შეიძლება შორს ვართ. გვიხაროდენ! რომ კარგ „ჯიგრულ“ ომს თუ დაძაბულობას – „ცუდი“ მშვიდობა გვირჩევნია. და მესამედაც – გვიხაროდენ! რომ ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი „საფრთხე“ – Lee Van Der Khabe-ს დაანონსებული „ბრძოლაა“, სადაც „სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“. ჩვენ კიდევ: „ბრიუსელი – დამასკო – თელავივი – ბაქო – ანკარა – მოსკოვი“-ს ღერძის პარალელურად – თუ ამ „ბრძოლაში“ დავმარცხდით, მაშინ რა გითხრათ, რით გაგახაროთ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.