გვესმის, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება – პრემიერი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე

დღეს ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე ვიმყოფებოდი. როგორც სიტყვით გამოსვლისას განვაცხადე, საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.”- წერს სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი .
“ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, მთავრობამ ყველა განკარგულების გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო.
ვისაუბრე საერთაშორისო რეიტინგებზე, სადაც საქართველოს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით პოზიტიური მაჩვენებლები აქვს. ამის მიუხედავად, ხელისუფლება მიღწევებით არ კმაყოფილდება – გვსურს, ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.
გვესმის, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში და ეს პოლიტიკური ნება არსებობს, ეს მიზანი სავსებით მიღწევადია და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება”- ამბობს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი