გვაქვს შესაძლებლობა ახალ რეალობაში განვაგრძოთ ევროკავშირისკენ სვლა – მიხეილ სარჯველაძე

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავენ პოლიტიკოსები. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ევროპულმა საბჭომ დააფასა საქართველოს ძალისხმევა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
“მივულოცავ მთელს საქართველოს ამ დიდ წარმატებას, უზარმაზარ წარმატებას, რომელიც გვაქვს. ეს წარმატებაა, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ახალ რეალობაში განვაგრძოთ ევროკავშირისკენ სვლა. ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ მომდევნო ეტაპზე გადასვლით ახალი ეტაპი იწყება, რომელიც რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ახლოს არის ევროკავშირის წევრობასთან, ვიდრე ეს იყო გუშინდელ დღემდე. მთავარი ლაიტმოტივი, რაც ახლავს ამ სამოქმედო გეგმას და განწყობა ხელისუფლების გახლავთ, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რეკომენდაცია არა მხოლოდ ინკლუზიურობის უზრუნველყოფაზე იყო, არამედ რეკომენდაცია იყო ოპოზიციის მონაწილეობაზე”, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.
“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ევროკავშირმა დაამტკიცა, ის არის იმ მხარეს, ვინც იცავს ევროპულ ღირებულებებს.
“ფაქტობრივად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიყავით ევროპული სახელმწიფო, თუმცა უკვე დე იურეც გავხდით ევროპის ოჯახის წევრი. აქედან გამომდინარე, ყველას ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. ევროპამ დაიკავა ის მხარე, რასაც ჰქვია ევროპული ღირებულება. მან დაამტკიცა, რომ ის არის იმ მხარეს, ვინც იცავს ევროპულ ღირებულებებს, ანუ იცავს სიმართლეს, იცავს ორ ფეხზე მყარად დგომას, იცავს მშვიდობას და სუვერენიტეტს და იცავს საკუთარ ხალხზე ზრუნვას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დადასტურდა ისტორიულად, რომ საქართველო არის ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებების მომხრე,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება