“გვაქვს პოზიტიური ნიშნები” – რა მოლოდინი აქვს საფოსტო ბიზნესს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ?

დღეს, ბიზნესი ეკონომიკის მინისტრს ფოსტის კანონპროექტზე სასაუბროდ კიდევ ერთხელ შეხვდა. დოკუმენტი, რომელიც ბოლო 10 წელია იწერება, ეკონომიკის სამინისტრომ კერძო სექტორს განახლებული სახით თებერვალში წარუდგინა. საფოსტო რეფორმით საფოსტო სექტორი, რომელიც 2005 წლიდან ლიბერალიზებულია, კვლავ რეგულირებადი სექტორი ხდება, რასაც კერძო სექტორი არ იზიარებს.
შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი საქართველოში და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ქოპილაშვილი ამბობს, რომ მინისტრს ამ საკითხის გარდა, ორი დამატებითი გადასახადის დაწესების პრობლემურობაზეც ესაუბრნენ. მისი მოლოდინით, კანონის ახალ ვერსიაში, საკონტრიბუციო და რეგულირებული გადასახადი აღარ იქნება.