გვაქვს დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება – ბექა დავითულიანი

მმართველი გუნდის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ქვეყანას ევროკომისიის მხრიდან აქვს დადებით რეკომენდაცია, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
მისივე თქმით, საქართველო დადებით შეფასებას ჯერ კიდევ შარშან იმსახურებდა.
“გვაქვს დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პოზიტიურად ვიყოთ განწყობილები და ვიფიქროთ, რომ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება. ეს იქნება სწორი. არასწორი და შეცდომა იყო ის, რომ შარშანვე არ მოგვენიჭა სტატუსი იმიტომ, რომ ჩვენ ტრიოში უკეთესი ფაქტობრივი მდგომარეობა გვქონდა ყველა კრიტერიუმით, რითაც ხდება შეფასება”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს ღებულობს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. “გამოფიტვის” ომში ირანი პირველი გამოიფიტება- იგივე სცენარია უკრაინის ომში, სადაც ამერიკა იქნება “მომლაპარაკებელი მხარე”, ხოლო ისრაელის ფუქციას შეასრულებენ უკრაინა და ევროკავშირი