გვარდიოლაც საუდის არაბეთში? – ასეთ შემთხვევაში, პეპის ხელფასი რამდენჯერმე გაიზრდება

El Nacional-ის ცნობით, ს ჯერჯერობით უცნობი გუნდი “სიტის” მწვრთნელ პეპ გვარდიოლას მიმზიდველ წინადადებას სთავაზობს.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, გუნდი მზადაა, რომ ესპანელის თანხმობის შემთხვევაში, მისი ხელფასი რამდენჯერმე გაზარდოს.
როგორც იცით, პეპს მიმდინარე სეზონში მანჩესტერულ გრანდში საქმეები კარგად ვერ მისდის და დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ მიუხედავად კონტრაქტის გაგრძელებისა, დიდია შანსი, რომ მან ზაფხულში “ეტიჰადი” დატოვოს და ამის წინააღმდეგი არც მანჩესტერული გუნდია.