გვარდიოლამ პრემიერლიგის ფინიშზე ისაუბრა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მაწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დასკვნით ნაწილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნებისმიერ სცენარს ელოდება.
“ყველაფერი შეიძლება მოხდეს. “ლივერპულმა” ბოლო მატჩებში ქულები დაკარგა და ეს ამბავი ჩვენც შეიძლება შეგვემთხვეს, “არსენალსაც”, რადგან სამივე გუნდს რთული შეხვედრები გველოდება. ჩვენთვის “ფულჰემსა” და “ტოტენჰემთან” გასვლითი თამაშები ადვილი არ იქნება.
“დიახ, საკმაოდ დიდი შესვენება გვაქვს, მაგრამ დასვენებას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშს ვარჩევდი, მაგრამ ახლა დამატებითი დღეები გვაქვს აღდგენისა და მოსამზადებლად. წინ რამდენიმე ფინალი გველოდება,” – განაცხადა პეპმა.
ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე 3
ტურია დარჩენილი, თუმცა “მანჩესტერ სიტის” 1 მატჩი რეზერვში აქვს და “ქალაქელები” ლიგის ბოლო ოთხ თამაშს “ვულვზთან”, “ფულჰემთან”, “ტოტენჰემსა” და “ვესტ ჰემთან გამართავენ. ამჟამად პრემიერლიგის ცხრილის სათავეში 80 ქულით “არსენალი” გახლავთ, რომელსაც 35 მატჩი აქვს ჩატარებული. 34 შეხვედრაში მოპოვებული 79 ქულით “სიტი” მეორე ადგილს იკავებს. “ლივერპული” 75 ქულით მესამეა.