გვარამია მოსიარულე ანტირეიტინგია – თალაკვაძე

ნიკა გვარამია პოლიტიკურ სცენაზე მოსიარულე ანტირეიტინგია – ამის შესახებ “ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
არის პოლიტიკურ სცენაზე მოსიარულე ანტირეიტინგი და ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან, რომელთანაც ის მივა, იქნება პრობლემა იმ პარტიისთვის, ამიტომ, უჭირს მას მოძებნოს, თუ რომელი იქნება მისი პარტია. “ნაციონალური მოძრაობიდან” გამოქცეული პოლიტიკოსების ამოცანა არის ერთადერთი, რომ როგორმე პატარ-პატარა პროცენტები შეაგროვონა და იმ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველის 20%-იდან 4; 3; 2,5 % მაინც წაიღონ და მიუტანონ “ნაციონალურ მოძრაობას”. ამ ამოცანით მოძრაობს ნიკა გვარამია პოლიტიკაში”, – ამბობს თალაკვაძე.