გვარამია: ლაზარეს საჯაროდ სჯიან იმისთვის, რომ სამშობლოს ინტერესებს იცავდა

ლაზარეს სასჯელის ოდენობაც იმის პირდაპირი დემონსტრირებაა, რომ საჯაროდ სჯიან ამ ბავშვს, იმისთვის, რომ ის სამშობლოს ინტერესებს იცავდა […] ეს განაჩენი არის გამოწვევა და მეც, ჩემი პარტიაც, სხვა ოპოზიციური, პროდასავლური ძალებიც, არასამთავრობო სექტორიც და დარწმუნებული ვარ, მთელი ქართული საზოგადოება ამ გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხებთ […]
ასევე, ლაზარესთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯა არის საჩვენებელი დასჯა არა მხოლოდ მისი, არამედ, იმ ახალგაზრდების, ვისაც სამშობლოს ინტერესებისთვის ბრძოლის არ ეშინია. ამ თაობაში კი ასეთი დიდი უმრავლესობაა […] მე არ მგონია, ამან ვინმე შეაშინოს.