გვარამია: ვაპირებთ, რომ გრავიტაციის მნიშვნელოვანი და გადაწმყვეტი ცენტრი გავაკეთოთ

პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერის ამბობს, რომ აპირებენ შექმნან გრავიტაციის ცენტრი, რასაც მისივე თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ს დამარცხებაში.
მისივე თქმით, 8 ივლისს “სავარაუდოდ განაცხადები იქნება”.

“რაც შეეხება ერთიან დიდ პოლიტიკურ ცენტრს, ასეთი პოლიტიკური ცენტრი იქნება, მოლაპარაკებები ჩვენ გვაქვს, იმედი მაქვს რომ გადაწყვეტილებამდე მივალთ, 8 ივლისამდე იქნება ეს გადაწყვეტილება, თუ განაცხადს გავაკეთებთ და მერე რამდენიმე დღე დაგვჭირდება საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის გაფორმებისთვის, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ვაპირებთ, რომ გრავიტაციის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ცენტრი გავაკეთოთ თავად – არამარტო პარტია ახალმა, არამედ იმ პარტიებმა, ვისაც შეუძლია მემარჯვენე, ცენტრისტული, პროდასავლური ძალების შეკრება და ამ ყველაფრისგან გაკეთება ე.წ. game changer-ის [ვითარების შემცვლელი], ანუ იმისი, ვინც იქნება ლიდერი გამარჯვებული კოალიციის.” – ამბობს ნიკა გვარამია.

ტელეკომპანია პირველის ეთერში წამყვანის დასმულ კითხვაზე, მხოლოდ ახალი, ლელო, დროა და გირჩი-მეტი თავისუფლება აპირებენ საერთო პლატფორმის შექმნას, თუ დამატებით სხვა პარტიაც, გვარამია პასუხობს:
“ვინც თქვენ დაასახელეთ, ამ ადამიანებს ერთმანეთის გვესმის, გვესმის კარგად, მაგრამ სხვადასხვა მოსაზრება გვაქვს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, როგორ უნდა დავლაგდეთ წინასაარჩევნოდ – რა უნდა იყოს ნომერი, რა უნდა იყოს სახელი და ასე შემდეგ. არც ერთი აღნიშნული საკითხი არ არის გადამწყვეტი და იმგვარი, რომელიც ჩააგდებს ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს, ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას. და ბიძინა ივანიშვილის დამარცხების საქმეში გვგონია, რომ ჩვენი ერთობა იქნება გადამწყვეტი, ამიტომ ამის ჩაგდებას არ ვაპირებთ.”