გვარამია: ევროპულ საქართველოს განვითარება აქვს, განსაკუთრებით, თბილისში, ციფრებით ვამბობ

ჩვენ ევროპულ საქართველოს ასევე მოვიაზრებთ… თქვენ სამი პოლიტიკური ძალა [ლელო, დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება] მკითხეთ და მე უბრალოდ დაგეთანხმეთ. გაგიკვირდებათ, ვიღაცას არ გაუკვირდება, ევროპულ საქართველოს საკმაოდ დინამიკური განვითარება აქვს პლუს ნიშნით. ციფრები გვაჩვენებს ამას, განსაკუთრებით ურბანულ ცენტრებსა და თბილისში, ციფრებით ვამბობ, კი არ მომლანდებია ან ჩემი სიმპათია კი არ მალაპარაკებს. პირიქით, ძირითადად მნიშვნელოვან დარტყმებს ვიღებ ევროპული საქართველოს ზოგიერთი წარმომადგენლისგან, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის განმსაზღვრელი და გადამწყვეტი ამ საკითხში. ჩვენ ვხედავთ, რა განვითარება აქვს ამ პარტიას, ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაც ღონე იგრძნობა, იგრძნობა იდეებიც, იგრძნობა მზაობა, იმისთვის რომ კონკრეტული მიმართულებებით ხედვები ამ ხალხს აქვს, რაც ქართულ პოლიტიკაში დიდი დეფიციტია.
გამორიცხვით არაფერი უნდა გამოვრიცხოთ [საერთო პლატფორმაზე]. ერთადერთი მინდა ვთქვა, რომ არსებობს განხეთქილების წერტილებიც, განსაკუთრებით ეს ფორმას შეეხება – კამპანია როგორ უნდა მიმდინარეობდეს, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, ამაზე არ ვლაპარაკობ, ზოგადი განხეთქილების წერტილია ყველასთვის. თქვენ ხომ მკითხეთ, რა მომწონს, რა შეიძლება არ მომწონდეს, გულწრფელად გიპასუხეთ რა არის პლუსი, რა არის მინუსი. ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდი, ევროპული საქართველოს პროგრამა წაკითხული მაქვს, რაც იყო იმ დროისთვის მზად. ვეთანხმები ბევრ რამეს, ძალიან ბევრ რამეს არ ვეთანხმები, მაგრამ ფაქტია, რომ ამის წაკითხვა შეიძლება, საინტერესოა და შინაარსია.