თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა ნიკა გვარამია.
ქართული ოცნების სასამართლო პოლიტიკოსს წულუკიანის კომისიის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
გვარამია 13 ივნისს დააკავეს.