ნიკა გვარამიას თქმით, პარტია ახალი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას ხელს მოაწერს.
ფორმულას გადაცემა დროებასთან მან თქვა, რომ ინიციატივას მიესალმება.
“შესანიშნავად შევაფასებთ [ზურაბიშვილის ინიციატივას]. კარგია ინიციატივა ზოგადად რომ აქვს იმ საკითხზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ახლაც და გასულ საუკუნეებშიც, მათ შორის როცა მისი წინაპრებიც იბრძოდნენ ამ ქვეყნისთვის. შევუერთდებით და ხელსაც მოვაწერთ”, – თქვა მან.
ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/06/photo_5310004176014664996_y-brvyUc-300x158.jpeg)