გვარამიას გუნდს უერთდებიან “გედი და პროფესორები”

ს პოლიტიკურ გუნდს, “ახალს”, ახალი წევრები ჰყავს. მათ შორის, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე.
“ჩემი დიდი ხნის საამაყო მეგობრები: გედი და პროფესორები. გამარჯობა, ახლებო”, – წერს გვარამია ფეისბუკის პირად გვერდზე ფოტოს თანხლებით, სადაც მასთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად დგანან, ივანე წერეთელი, თეიმურაზ პაპასქირი და გიორგი ლომიძე.
გედევან ფოფხაძე იყო საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის წევრი “ – ქართული ოცნება” სიით, 2012-2016 წლებში. იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრიც, ისევ “ქართული ოცნების” სიით 2016-2020 წლებში. შემდეგ დატოვა მმართველი პარტიის რიგები 2019 წლის თებერვალში დატოვა. ფოფხაძემ “ქართული ოცნება” 2019 წლის თებერვალში დატოვა. მოგვიანებით, ს ახლად შექმნილ პარტიაში გაწევრიანდა, რომელიც 2019 წლის აგვისტოში დატოვა. რის შემდეგაც მარიამ ჯაშის, ლევან გოგიჩაიშვილისა და ბექა ნაცვლიშვილის პარტიას, “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსს” შეუერთდა. თუმცა 2020 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ფოფხაძემ “სოლიდარობის ალიანსიც” დატოვა. 2021 წელს სოლიდარობა გამოუცხადა “ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელ თავმჯდომარე ს, მის მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის გამო. ამავე წელს შეუერთდა ს გათავისუფლების მოთხოვნით აქციას.
თეიმურაზ პაპასქირი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორია.
გიორგი ლომიძე, “რა? სად? როდის?” კლუბის წევრი და “ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” წევრი იყო.
ფოტოზე ახალ წევრებთან დგას ივანე წერეთელი, რომელიც ასოცირებული პროფესორი, თსუ-ს კულტურის კვლევების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის წევრია. ივანე წერეთელი რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პლატფორმას შეუერთდა, ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე კვირის წინ გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ