“გვაბულინგებენ… აქ მოიწერეთ რომ ყველამ ერთად ვათრიოთ” – დიტო სამხარაძე

ის რომ საქართველოს 800 000 მოქალაქეს დასცინით, შეურაცხყოფას აყენებთ, გგონიათ დააბულინგებთ? აზრს შეაცვლევინებთ? შეაშინებთ? სარწმუნოებას დაათმობინებთ? მამულს, ენას წაართმევთ? არა! უფრო გაამწარებთ და უფრო მოანდომებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის დაცვას კიდევ ისინი, ვინც ცდილობთ საქართველოსთვის ს გაკეთებული სიკეთის გადაფარვას და მიჩქმალვას, ვითომ აქციაზე ისეთებიც იყოო, ვინც ერისკაცის გვერდით არ დგასო. ცდებით! ვინც ვიყავით, ბატონი ბიძინას და ქართული ოცნების მართალი გზის გულშემატკივრები ვართ, საქართველოს ეკლესიის და ჩვენი მომავალი თაობის პატრიოტები!!! გვაბულინგებენ კუტუწაჭრილი ბიჭუნკელები, გვამხნევებენ საქართველოს პატრიოტები! მადლობა ძმებო, დებო, ჩვენი ქვეყნის მართალო ხალხო! საქართველო ჩვენ ვართ, ვიქნებით მუდამ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე!!!
P. S. თუ ვინმე რამე არასწორს მოგწერთ, აქ მოიწერეთ რომ ყველამ ერთად ვათრიოთ

ასევე დაგაინტერესებთ