გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ივნისში დასაწყებად ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებს

გერმანიის მთავრობის შეფასებით, მ ყველა ყველა საჭირო მოთხოვნა შეასრულა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, – ამის შესახებ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, ანა ლიურმანმა განაცხადა.
„გერმანიის მთავრობის თვალსაზრისით, უკრაინა აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ივნისში დასაწყებად, ამიტომ მოვუწოდებთ ყველა წევრ სახელმწიფოს, სწრაფად შეთანხმდნენ მოლაპარაკებების ჩარჩოზე“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
შეგახსენებთ, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირის სამიტის ფარგლებში გადაწყდა. ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა ხმა მისცა მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას – უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ს გარდა, რომელმაც კენჭისყრამდე დარბაზი დატოვა, რითაც ოფიციალურად თავი შეიკავა მასში მონაწილეობისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს