გერმანიის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის წელს 7 მილიარდ ევროზე მეტი იქნება | შოლცი

გერმანიის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის წელს 7 მილიარდ ევროზე მეტი იქნება – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას გერმანიის მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს.
შოლცსა და ბაიდენს შორის, სატელეფონო საუბრის თემა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება იყო.
ლიდერებმა დაგმეს ს მიერ ზე მიმდინარე თავდასხმა და ხაზი გაუსვეს უკრაინის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას.
“2024 წელს გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას შვიდ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო საქონლით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ოდენობით აშშ პირველ ადგილზეა, გერმანია კი მეორეზე.