გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინელი სამხედროები ლაზერით დაესხნენ თავს გერმანულ თვითმფრინავს, რომელიც წითელ ზღვაში ევროკავშირის ოპერაციაში მონაწილეობდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტს „სრულიად მიუღებელი“ უწოდა და საპასუხოდ ჩინეთის ელჩი უწყებაში დაიბარა.
„ჩინეთის სამხედროებმა ევროკავშირის ASPIDES ოპერაციაში მონაწილე გერმანული თვითმფრინავის მიზანში ამოღების მიზნით ლაზერი გამოიყენეს. გერმანელი პერსონალის საფრთხეში ჩაგდება და ოპერაციის ჩაშლა სრულიად მიუღებელია. ჩინეთის ელჩი დღეს ფედერალურ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
