გერმანიის საგარეო უწყება – ახლო აღმოსავლეთში ყველა აქტორს მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბრისას ირანელ კოლეგას მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო სამინისტრო ავრცელებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანალენა ბერბოკმა და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარება განიხილეს.
„შემდგომი რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს. რეგიონის ყველა აქტორს მოვუწოდებთ, რომ პასუხისმგებლობით იმოქმედონ და მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ“, – წერს სამინისტრო X-ზე.
ცნობისთვის, დღეს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ ირანის დედაქალაქ თეირანის მიმართულებით ფრენები შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა