გერმანიის პროკურორები: თავდასხმების დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე დაკავებულია “ჰამასის” ოთხი წევრი

გერმანელი პროკურორები 14 დეკემბერს აცხადებენ, რომ ევროპაში ებრაულ ინსტიტუტებზე თავდასხმების დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე დაკავებულია აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული “ჰამასის” ოთხი წევრი.
სამი ეჭვმიტანილი დააკავეს ბერლინში, მეოთხე – ჰოლანდიაში.
გერმანიის იუსტიციის მინისტრი, მარკო ბუშმანი განცხადებაში წერს, რომ ბოლო კვირებში ქვეყანაში გახშირდა თავდასხმები ებრაელებზე და ებრაულ ინსტიტუტებზე.
“რაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენს ქვეყანაში ებრაელებს აღარ ჰქონდეთ შიში თავიანთი უსაფრთხოების თაობაზე” – წერს მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?