გერმანიის პრეზიდენტი – პუტინის გათვლაა, რომ მსოფლიომ უკრაინა უნდა დაივიწყოს, მაგრამ პუტინს ეს სამსახური არ უნდა გავუწიოთ და არ გავუწევთ – ვერ შევძლებთ რუსეთის უკანონო და არაადამიანურ აგრესიულ ომთან მიჩვევას

პუტინი თვლის, რომ მსოფლიოს უკრაინა უნდა დაივიწყოს, მაგრამ მას ამ სამსახურს არ გავუწევთ. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.
“გერმანია მყარად დგას უკრაინის მხარეს – და თქვენს გვერდით იქამდე ვიქნებით, სანამ ეს საჭირო იქნება! უკრაინა საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას მითუმეტეს ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს ომი და უკრაინა აღარ იღებს იმ ყურადღებას, რომელსაც ასე მწვავედ საჭიროებს.
პუტინის გათვლა ასეთია: მსოფლიომ უკრაინა უნდა დაივიწყოს. მაგრამ მე მკაფიოდ ვამბობ: ჩვენ პუტინს ეს სამსახური არ უნდა გავუწიოთ და არ გავუწევთ! ვერ შევძლებთ რუსეთის უკანონო და არაადამიანურ აგრესიულ ომთან მიჩვევას”, – განაცხადა შტაინმაიერმა.
გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა პარტნიორული ურთიერთობების კონსოლიდაცია და გრძელვადიან მხარდაჭერაზე გათვლაა საჭირო, “ვინაიდან ომი არ დასრულდა მხოლოდ იმის გამო, რომ „ჰედლაიმებმა“ სხვა კონფლიქტები აღნიშნეს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ