გერმანიის პოლიციამ სოციალურ ქსელებში ანტისემიტური სიძულვილის ენის გამოყენებაში ბრალდებული 17 ადამიანის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

გერმანიის პოლიციამ სოციალურ ქსელებში ანტისემიტური სიძულვილის ენის გამოყენებაში ბრალდებული 17 ადამიანის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს. ეჭვმიტანილებს ბრალად ანტისემიტური სიძულვილის ენის გამოყენება და ინტერნეტში ებრაელების წინააღმდეგ მუქარა ედებათ.
ბავარიის კრიმინალური პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებიდან 15 კაცი და 2 ქალია, რომელთა ასაკი 18-დან 62 წლამდეა. პოლიციამ ეჭვმიტანილები დაკითხა და მათი სახლებიდან მტკიცებულებები ამოიღო, მათ შორის მობილური ტელეფონები და ლეპტოპები.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები სოციალურ ქსელებში “ჰამასის” მიერ ს წინააღმდეგ განხორციელებულ 7 ოქტომბრის თავდასხმას ზეიმობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში