გერმანიის ეკონომიკა 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა სამ თვესთან შედარებით, 0.3%-ით შემცირდა, ნათქვამია ფედერალური სტატისტიკის სამსახურის (Destatis) საბოლოო მონაცემებში.
Trading Economics-ის ცნობით, ადრე 0.1%-იანი კლება იყო გამოცხადებული და ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის გაზრდას არ ელოდნენ.
საანგარიშო პერიოდში გერმანიაში მშპ-ს შემცირება 2024 წლის მეორე კვარტალის შემდეგ ყველაზე ძლიერი იყო.
აპრილ-ივნისში მომხმარებელთა ხარჯები 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო სამთავრობო ხარჯები 0.8%-ით. ბიზნეს ინვესტიციები 1.4%-ით შემცირდა.
ექსპორტი 0.1%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 1.6%-ით გაიზარდა.
წლიურ შედარებაში, გერმანიის მშპ აპრილ-ივნისში 0.2%-ით გაიზარდა და არა 0.4%-ით, როგორც ადრე იყო ცნობილი.
პირველ კვარტალში გერმანიის მშპ 0.3%-ით გაიზარდა როგორც კვარტალურად, ასევე წლიურად. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ქვეყნის მშპ მეოთხე კვარტალთან შედარებით 0.4%-ით გაიზარდა და წლიურად უცვლელი დარჩა.
