გერმანიის კოალიციური მთავრობა დაიშალა

6 ნოემბრის საღამოს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა თავის განზრახვაზე, იანვრის შუა რიცხვებში ბუნდესტაგში განსახილველად კანცლერისადმი ნდობის საკითხი დადგეს. მანამდე ოლაფ შოლცმა თანამდებობიდან დაითხოვა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი, კოალიციური სუბიექტის, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი. ეს მიუთითებს დაშლაზე გერმანიის კოალიციური მთავრობისა, რომელიც სამი პარტიის წარმომადგენლებისგან შედგება.
გერმანიის მმართველ კოალიციას დაშლის საფრთხე დაემუქრა მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც ფინანსურ საკითხებს მიეძღვნა, უარყო კანცლერის წინადადება ახალი სამთავრობო სესხებით 2025 წლის ბიუჯეტის დაფინანსების აუცილებლობაზე.
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა და FDP-ს თავმჯდომარე კრისტიან ლინდნერმა კოალიციის პარტნიორებს შესთავაზა, დასთანხმდნენ 2025 წლის იანვარში ვადამდელი საპარლამენტო ს ჩატარებას.

გერმანიის მედიის ცნობით, ამ შემთხვევაში ის მზად იყო, მიეღო გერმანიის დამატებითი ბიუჯეტი 2024 წლისთვის და საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილიყო გარდამავალი კაბინეტის შემადგენლობაში. ამის საპასუხოდ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრ ლინდნერის გადაყენების შესახებ გამოაცხადა.
დიდი ალბათობით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო ჩატარდება. წინასწარი გათვლებით, ეს მოხდება არა უადრეს მომავალი წლის მარტისა. შედეგად უნდა შეიქმნას გერმანიის ახალი მთავრობა და აირჩიონ ქვეყნის ახალი კანცლერი.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები