გერმანიის კანცლერმა ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ირანის თავდასხმას ისრაელზე არ მოჰყვეს მიმდინარე კონფლიქტის გამწვავება. შოლცმა ბრიუსელში თქვა ასევე, რომ ფიქრობს, ეს დაინტერესებული მხარეებისთვის გასაგებია.
Reuters-ს მოჰყავს გერმანიის კანცლერის სიტყვები: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მომენტი შემდგომი განმუხტვისთვის იქნეს გამოყენებული და რომ ისრაელმა არ უპასუხოს მასირებული თავდასხმით,“ – თქვა შოლცმა.
1 აპრილს სირიაში ირანის საელჩოზე თავდასხმის შედეგად ამ ქვეყნის გუშაგთა კორპუსის მაღალი რანგის ოფიცრები დაიხოცნენ. თეირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს და 14 აპრილს საპასუხოდ ასეულობით დრონი და რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით. ისრაელის და მისი მთავარი მოკავშირის, აშშ-ის საჰაერო თავდაცვამ გააუვნებლა თითქმის ყველა მათგანი. ისრაელი ირანს საპასუხო თავდასხმით ემუქრება. მოკავშირეების ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, რათა არ მოხდეს რეგიონში ძალადობის სპირალური ზრდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს