გერმანიის კანცლერმა ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ირანის თავდასხმას ისრაელზე არ მოჰყვეს მიმდინარე კონფლიქტის გამწვავება. შოლცმა ბრიუსელში თქვა ასევე, რომ ფიქრობს, ეს დაინტერესებული მხარეებისთვის გასაგებია.
Reuters-ს მოჰყავს გერმანიის კანცლერის სიტყვები: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მომენტი შემდგომი განმუხტვისთვის იქნეს გამოყენებული და რომ ისრაელმა არ უპასუხოს მასირებული თავდასხმით,“ – თქვა შოლცმა.
1 აპრილს სირიაში ირანის საელჩოზე თავდასხმის შედეგად ამ ქვეყნის გუშაგთა კორპუსის მაღალი რანგის ოფიცრები დაიხოცნენ. თეირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს და 14 აპრილს საპასუხოდ ასეულობით დრონი და რაკეტა გაუშვა ს მიმართულებით. ისრაელის და მისი მთავარი მოკავშირის, -ის საჰაერო თავდაცვამ გააუვნებლა თითქმის ყველა მათგანი. ისრაელი ირანს საპასუხო თავდასხმით ემუქრება. მოკავშირეების ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, რათა არ მოხდეს რეგიონში ძალადობის სპირალური ზრდა.

ასევე დაგაინტერესებთ