გერმანიის კანცლერი – საქართველოს აქტიური პარტნიორი ვიქნებით, რომ რაც შეიძლება მეტს მიაღწიოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, იმ კრიტერიუმების შესრულების გზაზე, რომელიც ამისთვის საჭიროა

გერმანიის კანცლერის, ს განცხადებით, გერმანია იყო და არის საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი.
როგორც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, გერმანია ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს აქტიური პარტნიორი მომავალშიც იქნება, მაგრამ ასე ძალიან გრძელი კატალოგი არის იმ რეფორმების, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია.
„გერმანია იყო და არის საქართველოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე ვზრუნავდით და ყოველთვის რეკლამას ვუწევდით იმას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო. ამას წარმატებით მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევჩერდებით. ძალიან გრძელი კატალოგი არის იმის, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ეს კრიტერიუმები თქვენთვის ცნობილია, ეს საჭიროა იმ სამართლებრივი რეჟიმისთვის, რომელიც ევროპასთან აის დაკავშირებული. ეს გახლავთ ეკონომიკური, სამართლებრივი საკითხები. საკითხები, რომელიც ევროპულ შიდა ბაზარს ეხება. ეს გახლავთ ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც ასევე ინტეგრაცია უნდა მოხდეს და მიჰყვეს საქართველო ევროპის, ევროკავშირის მასშტაბს. აქვე შედის ინსტიტუციური, სამართლებრივი სახელმწიფოს დემოკრატიული რეფორმები და ასე შემდეგ. ჩვენ საქართველოს აქტიური პარტნიორი ვიქნებით, რომ რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, იმ კრიტერიუმების შესრულების გზაზე, რომელიც ამისთვის საჭიროა“, – განაცხადა შოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის