გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის დახმარების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც IRIS-T-ის თავდაცვის სისტემებს და Patriot-ის რაკეტებს მოიცავს

გერმანია ს კიდევ IRIS-T ტიპის მიწა-ჰაერის კლასის თავდაცვის ოთხ სისტემას და რაკეტებს და Patriot-ის სისტემებისთვის დამატებით 30 რაკეტას მიაწვდის, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც იმ მხარდაჭერის დეტალებზე ისაუბრა, რომელსაც მისი ქვეყანა უკრაინას 2029 წლამდე 11 მილიარდი ევროდან გამოუყოფს.
პისტორიუსის თქმით, გერმანია უკრაინას მიაწვდის : Iris-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას 300 მართვადი რაკეტით, 300 სადაზვერვო დრონს,120 ერთეულ ManPad-ს, ანუ Man-ის პორტატულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, 25 ერთეულ Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანას, Leopard 1A5-ის ტიპის 15 საბრძოლო ტანკს, 14 საარტილერიო სისტემას, 100 ერთეულ სახმელეთო სათვალთვალო რადარს, 30 ერთეულ Patriot-ის მართვად რაკეტას, დამატებით 100 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას.
ცნობისთვის, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას მართავს, რომელსაც გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრები თანათავმჯდომარეობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას