გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა პუტინი ჰიტლერს შეადარა და ევროკავშირს ომისთვის მომზადებისკენ მოუწოდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ს პრეზიდენტი ჰიტლერს შეადარა და ევროპას მოუწოდა მოემზადონ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი აგრესიისთვის.

Bloomberg-ის ცნობით, პისტორიუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი ში არ გაჩერდება.

„მანაც გარკვევით თქვა ეს. ისევე ნათლად, როგორც ჰიტლერმა, რომელიც ასევე ყოველთვის ამბობდა, რომ არ გაჩერდებოდა“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ამასთან დაკავშირებით პისტორიუსმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა გერმანიის შეიარაღებული ძალების გაძლიერების მნიშვნელობა მზარდი საფრთხის ფონზე.

„ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ეს ქვეყანა ისეთ პოზიციაზე, რომ მან შეძლოს თავის დაცვა. ახლა უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა მოვემზადოთ პუტინის რეალური საფრთხისთვის, თუ გვინდა გავამარტივოთ მისი ამოცანა“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის ომს ჰიტლერის გერმანიის მიერ 1938 წელს ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის ანექსიას ადარებს.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება, როცა უკრაინის წინააღმდეგ ომი დასრულდება.