გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინისთვის მზადდება Patriot-ის ტიპის ორი სისტემა

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, უკრაინისთვის გადასაცემად მზადდება Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის ორი სისტემა. სააგენტო dpa-ის თანახმად, მინისტრი ამ განცხადებით გამოვიდა 14 ივლისს, ვაშინგტონში, -ის თავდაცვის მინისტრთან, პიტ ჰეგსეთთან შეხვედრის შემდეგ.
პისტორიუსი დასძენს, რომ საბოლოო ტექნიკური, ლოგისტიკური და ფინანსური დეტალები კვლავ დაზუსტებას საჭიროებს. “როგორც ჩანს, ისინი ორივე ჩვენგანისთვის გადაჭრას ექვემდებარება, ამდენად მუშაობას სწრაფად დავიწყებთ”, ამბობს მინისტრი და აცხადებს, რომ ს სასწრაფოდ ესაჭიროება თავდაცვის დამატებითი სისტემები. .
ჰეგსეთთან ორი კვირის წინ გამართულ სატელეფონო საუბარში ჰეგსეთი გამოვიდა წინადადებით აშშ-სგან Patriot-ის ტიპის ორი სისტემის შესყიდვაზე, მათი უკრაინისთვის გადასაცემად. სააგენტო dpa წერს, რომ ამჟამად არსებობს ორი გზა – ან გერმანია აშშ-სგან შეისყიდის მზადყოფნაში მყოფ ორ სისტემას, რომლებსაც შემდეგ უკრაინაში ჩაიტანენ; ან უკრაინას საკუთარ ორ სისტემას გერმანიის შეიარაღებული ძალები გადასცემს და თავის არსენალს მოგვიანებით შეავსებს აშშ-სგან.
Patriot-ის რაკეტების გამოყენება შესაძლებელია მტრის საჰაერო ხომალდების, ბალისტიკური რაკეტების და საკრუიზო რაკეტების გადატაცების მიზნით. სამიზნეზე დარტყმა შესაძლებელია 100-მდე კილომეტრის დისტანციიდან, 30-მდე კილომეტრის ალტიტუდით. მობილური გამშვები სისტემა ჰგავს დიდ სატვირთო მანქანას და შეიცავს ოთხამდე გამშვებ მოწყობილობას. აშშ-ის არმიის თანახმად, კონფიგურაციიდან გამომდინარე 16-მდე რაკეტის გაშვებაა შესაძლებელი.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონს პირველად სტუმრობდა მას მერე, რაც იანვარში აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
ასევე 14 ივლისს თეთრ სახლში ტრამპმა უმასპინძლა ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რიუტეს. შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მაღალტექნოლოგიურ იარაღს გაუგზავნის ნატოს უკრაინის მხარდასაჭერად ს წინააღმდეგ ომში.
ტრამპის თქმით, ამ იარაღის ფასს გადაიხდიან ნატოს წევრი ქვეყნები და არა ამერიკელი გადასახადების გადამხდელები.
კერძოდ, ტრამპმა ილაპარაკა უკრაინისთვის დამატებით Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე და აღნიშნა, რომ ეს “ძალიან სწრაფად” მოხდება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საუბარი შესაძლოა ეხებოდეს 17-მდე ამგვარი სისტემის გაგზავნას. ღია მონაცემებით, უკრაინას ამ დრომდე მიეწოდა არანაკლებ 7 სისტემისა.
მარკ რიუტეს თქმით, საქმე ეხება არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არამედ სხვა სახის იარაღსაც. მედიაში მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ განიხილება გრძელი რადიუსის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობა.
ფორუმი