გერმანიის თავდაცვის მინისტრი – გერმანია რუსული დეზინფორმაციის მიმართ უფრო გამძლე უნდა გახდეს – პუტინთან ამ სფეროშიც არ უნდა დავთმოთ

გერმანია რუსული დეზინფორმაციის მიმართ უფრო გამძლე უნდა გახდეს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
„პუტინთან ამ სფეროშიც არ უნდა დავთმოთ და მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ გამძლეები უნდა გავხდეთ, ზოგადად, როგორც სახელმწიფო და როგორც საზოგადოება“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ს მიზანს უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება და ნატო-ს მიმართ უნდობლობის გაღვივება წარმოადგენს.
„ასევე, პუტინს სურს და ეს მისი მუდმივი მცდელობაა, რომ ჩვენსა და ჩვენს მოკავშირეებს შორის განხეთქილება გამოიწვიოს და თავისუფალი დასავლური საზოგადოებები დაყოს“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ