“გერმანიის ელჩს ჩემთან გადაემოწმებია… დადის ლელოსთან ერთად…” – რაში ადანაშაულებს გერმანიას კობახიძე

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი :
გერმანიის ელჩმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს სამივე შეხვედრაზე ჩვენ დელეგაციას უთხრეს, რომ ეს კანონი იყო ცუდი და არ უნდა მიგვეღო. პრეზიდენტთან შეხვედრას რაც შეეხება, კითხვა დასვა, პასუხი მიიღო, რეაგირებაც არ ჰქონია. ბუნდესტაგის პრეზიდენტმა დასვა კითხვები, თქვა, რომ მის კოლეგებს ჰქონდათ შფოთვა ამ კანონზე, გავუზიარე, ჩემი არგუმენტები, მანდ განაცხადა, გაგრძელდება მსჯელობაო. რაც შეეხება კანცლერს, ვადასტურებ… რაც იყო არასწორად გაჟღერებული ელჩის მიერ, ჯობდა ჩემთან გადაემოწმებია, ლელოსთან ერთად დადის ხოლმე საარჩევნო აგიტაციის ფარგლებში და შეიძლება იქ მიიღო ეგ ინფორმაცია, მაგრამ რაც შეეხება კანცლერს, კანცლერმა ნამდვილად ბრძანა, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამებოდა ევროკავშირის პრინციპებს, რაც არ მომხდარა სხვა შეხვედრებზე. კი, ეს ნამდვილად თქვა გერმანიის კანცლერმა. მე ვუთხარი არგუმენტები და მიპასუხა, რომ მას ევროკომიის და ფრანგული კანონებიც არ მოსწონს. ეს არგუმენტი არაა. მე მას შინაარსი განვუმარტე. საერთო შეხვედრაზე, კანცლერს ჰქონდა წინასწარ გამზადებული ტექსტი, რაც გავრცელებული პრაქტიკაა და ეს ტექსტი იქნა წაკითხული. ამიტომ ვამბობ, საჯარო დისკუსია არის მნიშვნელოვანი, ეს დაახლოებით იგივეა, რაც მიეპარა დეპუტატს გვერდიდან და დაარტყა.

ასევე დაგაინტერესებთ