გერმანიის ელჩი ოპოზიციის პროპაგანდისტია უკვე, კრიტიკული აღარ ჰქვია ამას

გერმანიის ელჩი ოპოზიციის პროპაგანდისტია უკვე, კრიტიკული აღარ ჰქვია ამას
გერმანიის ელჩი ოპოზიციის პროპაგანდისტია უკვე, კრიტიკული აღარ ჰქვია ამას, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე საქართველოში ევროკავშირის და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ დაფინანსებულ პროექტებზეც ისაუბრა და გაიხსენა ამ თემაზე ევროკავშირის ელჩთან საუბარი.
„2023 წელს, სანამ გამჭვირვალობის კანონს დავაინიცირებდით, წერილიც კი მივწერე ევროკავშირის ელჩს და ვთხოვე, „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ – იმ ფონდის, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ გვიფინანსებდა, დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. მომწერა, ვერ გავასაჯაროებთო, თუმცა პირად საუბარში მითხრა, რომ ნახა, რას აფინანსებდა ეს ფონდი და დამეთანხმა, რომ ეს პოლიტიკური ფული იყო. რომ ვუთხარი, მეც მაჩვენე მეთქი, არაო, არ მაჩვენა – ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს დამიმალა, რას აფინანსებს ევროკავშირი საქართველოში, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი უკრაინაში დაწყებულ ომს მოჰყვა, როდესაც საქართველომ „უარი თქვა ესკალაციაზე, სანქციებზე და ისეთ საკითხებზე, რომლებიც აზიანებს საქართველოს“.
პაპუაშვილის აზრით, სწორედ ამ მოთხოვნების არ გათვალისწინების შედეგი იყო ის, რომ 2022 წელს საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს