გერმანიის ათობით ქალაქში მშვიდობის მხარდამჭერი სააღდგომო მსვლელობები გაიმართა

გერმანიის ათობით ქალაქში მშვიდობის მხარდამჭერი სააღდგომო მსვლელობები გაიმართა.
აქციის მონაწილეები უკრაინის წინააღმდეგ ს ომის, ასევე ღაზის სექტორში კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ემხრობიან და მოლაპარაკებების გამართვას უჭერენ მხარს, ასევე სა და სთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ გამოდიან და ბირთვულ განიარაღებასა და თავდაცვის ხარჯების შემცირებას ითხოვენ.
პოლიციის მონაცემებით, ბერლინში მსვლელობაში 3 500 ადამიანი მონაწილეობდა. რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა აქციაზე კელნში. დემონსტრაციები იყო ბონში, ბრემენში, მოუნხენში, ჰანოვერში, შტუტგარდში, ლაიპციგსა და სხვა ქალაქებში.
მსვლელობის ორგანიზატორია ომის მოწინააღმდეგე ორგანიზაციებია და ჯგუფების გაერთიანება Netzwerk Friedenskooperative (NF).
„სააღდგომო მსვლელობებზე ჩვენ მოვუწოდებთ გერმანიის მთავრობას, გამოვიდეს მოლაპარაკებების და დიპლომატიის მხარდასაჭერად“, – განაცხადა NF-ის წარმომადგენელმა, კრისტიან გოლამ.
ვნების კვირაში მშვიდობის მხარდამჭერი დემონსტრაციები გერმანიაში ბოლო წლებია იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ