გერმანიიდან დაბრუნებული ელჩი ფიშერი კვლავ აქციაზე მივიდა და რადიკალურ დაჯგუფებას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა

გერმანიიდან დაბრუნებული ელჩი ფიშერი კვლავ აქციაზე მივიდა და რადიკალურ დაჯგუფებას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა
ელჩის მოულოდნელი სოლიდარობა! – ასე ეხმიანება რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი, მხატვარი, მამუკა ცუცქირიძე, გუშინდელ აქციაზე გერმანიიდან დაბრუნებული ელჩის, პეტერ ფიშერის, მისვლას და რადიკალური დაჯგუფებისთვის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოცხადებას. ცუცქირიძე გერმანელი ელჩის გამოჩენას აფასებს, როგორც მომენტს, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ.
„ის იყო, აქციიდან წამოსვლას ვაპირებდი, თან დღეს განსაკუთრებით ვარბენინეთ პოლიცია ხმაურიანი შეძახილებით სოლოლაკის ქუჩებში, რომ ბოლოს ჩვენთან მოულოდნელად მოვიდა გერმანიის ელჩი – ბატონი პიტერ ფიშერი და ამით კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა სოლიდარობა! რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა გადავუხადე საქართველოს მეგობრობისთვის, გვერდში დგომისთვის. მომენტი, რომელიც არასდროს გვავიწყდება!“– წერს მამუკა ცუცქირიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა