გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარების სახით 397 მილიონი ევროს დამტკიცებას გეგმავს

გერმანია უკრაინისთვის 400 მილიონ ევრომდე ღირებულების სამხედრო დახმარების დამტკიცებას გეგმავს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომლის შინაარსიც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი.
„უკრაინაში სამხედრო სიტუაციის მუდმივი გაუარესების გათვალისწინებით, არსებობს სერიოზული რისკი, რომ , მნიშვნელოვნად გაზრდილი მატერიალური მხარდაჭერის გარეშე, შესაძლოა, დამარცხდეს”, – აღნიშნულია წერილში.
Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიის ფინანსთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შემდეგ, პარლამენტის ქვედა პალატის საბიუჯეტო კომიტეტისგან დამატებითი ხარჯების დამტკიცებას ითხოვს.
„დაახლოებით, 397 მილიონი ევროს დაუგეგმავი საჭიროება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოვლინდა და შეესაბამება კონსტიტუციურ და საბიუჯეტო მოთხოვნებს“, – ნათქვამია წერილში.
გერმანიის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს, რათა წელს დაგეგმილი ზომები განხორციელდეს.
Reuters-ი წერს, რომ გერმანიის ბიუჯეტმა უკრაინის დახმარებისთვის წელს, დაახლოებით, 8 მილიარდი ევრო შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა