გერმანია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის კიდევ ორ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს

უკრაინა გერმანიიდან 2024 წლის ბოლომდე ორ, მოკლე და საშუალო მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს მიიღებს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, კრისტიან ფროიდინგმა კიევში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეებში გერმანიამ ს გადასცა საარტილერიო ჰაუბიცები, ტანკები, მარდერის ქვეითი საბრძოლო მანქანები და ასევე დაიწყო დრონების პროგრამა.
„შემდეგი IRIS-T SLM (საშუალო დიაპაზონის) და SLS (მოკლე დიაპაზონის) სისტემები უკრაინაში მომდევნო დღეებსა და კვირებში, შობამდე უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება შობის შემდეგაც, 1-ელი იანვრის შემდეგაც, 21 იანვრის შემდეგაც და 23 თებერვლის – ფედერალური ს შემოთავაზებული თარიღის – შემდეგაც,” – განაცხადა გერმანელმა გენერალ-მაიორმა.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის 17 ერთეული IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა შეუკვეთა. საუბარია საშუალო მანძილზე მოქმედ 8 სისტემაზე და მცირე მანძილზე მოქმედ 9 სისტემაზე.