გერმანია უკრაინას 180 000 საარტილერიო ჭურვით დაეხმარება

უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვის გეგმის ფარგლებში, რისი ინიციატივაც ჩეხეთს ეკუთვნის, გერმანია ს 180 000 საარტილერიო ჭურვით დაეხმარება. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დახმარების ღირებულება $618 მილიონია.
ს სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, უკრაინა საარტილერიო საბრძოლო მასალის მწვავე საჭიროებაზე საუბრობს, რომელიც იწურება. 1000 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე, ძირითადად სტატიკური პოზიციების შესანარჩუნებლად, მხარეები ძირითადად საარტილერიო ცეცხლს იყენებენ.
გასულ თვეში, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, უკრაინისთვის 478 მილიონი ევრო ღირებულების ახალი დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ეს არ მოიცავს, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში გამოყოფილ დახმარებას.
„შესაბამისად, მხარდაჭერის ორივე პაკეტის ჯამური ღირებულება მილიარდ დოლარზე მეტია“, – განუცხადა სამინისტროს სპიკერმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“.
ჩეხეთის ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალით დახმარებას გულისხმობს, არაერთი არაევროპული ქვეყანაც უერთდება. გერმანიის თავდაცვის სმინისტროს განცხადებით, ინიციატივის ფარგლებში დახმარების 40% სწორედ ბერლინის დახმარებისგან შედგება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება კანონი – 14-დან 28 მაისამდე, შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ მისი ასახვა ვეტოს კანონპროექტში