გერმანია სომხეთს გრანტებისა და სესხების სახით 84,6 მლნ ევროს გამოუყოფს

გერმანიის მთავრობა სომხეთს, გრანტებისა და სესხების სახით, 84,6 მლნ ევროს ოდენობით დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
შესაბამისი შეთანხმება სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსა და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს შორის, ორდღიანი მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების შედეგად, გაფორმდა.
გერმანიის მიერ გაწეული დამატებითი დახმარება მიმართული იქნება ახალი პროგრამების განხორციელებაზე, როგორც საშუალო პროფესიული ტექნიკური განათლების, ასევე განახლებადი ენერგიის სფეროში“, – აღნიშნა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
სომხეთისა და გერმანიის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ოქმს მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების შესახებ. ეს არის პირველი ოფიციალური მოლაპარაკებები 2014 წლის შემდეგ.