გერმანია რუსეთის ორ მოქალაქეს ადანაშაულებს დივერსიის მომზადებაში

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ს ორ მოქალაქეს დივერსიის მომზადების მუხლით წაუყენა ბრალი. ეჭვმიტანილებს, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებთან ჰქონდათ კავშირი. მათი თავდასხმების სავარაუდო სამიზნე იყო -ის არმიის სამხედრო ობიექტები, სამხედრო და სამრეწველო საწარმოები.

ეჭვმიტანილს, დიტერ ს.-ს (გერმანიაში განაჩენის გამოტანამდე დამნაშავეთა სრული სახელები არ ხმაურდება-რედ) ბრალად ედება აფეთქებისა და ხანძრის მომზადება, დივერსიის მიზნით აგენტურული საქმიანობა და სამხედრო ობიექტებისთვის ფოტოების გადაღება.

გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის კონტაქტში იყო რუსეთის საიდუმლო სამსახურთან დაკავშირებულ პირთან. დივერსიულ აქტებს უნდა გამოეწვია გერმანიის მიერ უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების შეფერხება.
სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი რუსეთის სპეცსამსახურებთან 2023 წლის ოქტომბრიდან განიხილავდა გერმანიაში სამხედრო და თავდაცვის სამრეწველო ობიექტებზე აფეთქებებისა და ხანძრების მომზადებას. ამ დივერსიული აქტების მოსამზადებლად მან შეაგროვა ინფორმაცია პოტენციური სამიზნეების შესახებ, რომელთა შორის იყო აშშ-ის არმიის ობიექტები. დიტერ ს.- მ ფოტო და ვიდეომასალა გაუგზავნა თავის რუს მოკავშირეს.
მეორე ეჭვმიტანილი, ალექსანდრე ი., პირველს 2024 წლის მარტიდან ეხმარება. ორივე ეჭვმიტანილს რუსეთის გარდა, აქვს გერმანიის მოქალაქეობაც.

დიტერ ს. უკვე დაკავებულია. დივერსიული აქტების მომზადების გარდა, მას ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ როგორც დონეცკელი სეპარატისტების შეიარაღებული ძალების წევრი, 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე აღმოსავლეთ ში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა.

პოლიციამ ეჭვმიტანილები ბავარიის ქალაქ ბაიროითში დააკავა. ჩხრეკა ასევე ჩატარდა დაკავებულების ბინებსა და სამუშაო ადგილებში.

მოსალოდნელია, რომ პირველი სასამართლო პროცესი 18 აპრილს ჩატარდება და მასზე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ალექსანდრე ი. წარდგება მსაჯულთა წინაშე.
· გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ვლადიმირ პუტინის “საინფორმაციო ომის” ნაწილი უწოდა მარტის დასაწყისში, კრემლის პროპაგანდისტ, მარგარიტა სიმონიანის მიერ ფარული აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებას. მასში გერმანიის საჰაერო ძალების, ლუფტვაფეს ოფიცრები დაწვრილებით განიხილავენ, თუ როგორ მიაწვდიან უკრაინას Taurus-ს და, რომ (სავარაუდოდ, ანექსირებული ს) “ხიდის” აფეთქებას 20-ზე მეტი ასეთი რაკეტა დასჭირდება.
· კრემლის სპიკერის, ს თქმით, ჩანაწერი ადასტურებს იმას, რომ დასავლეთის ქვეყნები ჩართულები არიან უკრაინის ომში.
· ბერლინმა, რომ საგულდაგულოდ გამოიძიებს საუბრის გაჟონვას. თუმცა გერმანელები შიშობენ, რომ დიდი შანსია, კრემლს მათი მაღალჩინოსნების სხვა საუბრებიც ჰქონდეს გადანახული.

ასევე დაგაინტერესებთ