გერმანია მზად არის აშშ-სგან Patriot სისტემები შეისყიდოს და უკრაინას გადასცეს

გერმანია მზად არის უკრაინისთვის -სგან იყიდოს Patriot სისტემები. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რომში “უკრაინის აღდგენის კონფერენციის” ფარგლებში განაცხადა.
“ამ საკითხზე საუბრები მაქვს აშშ-ის მთავრობასთან და პრეზიდენტ ტრამპთან. მზად ვართ აშშ-სგან დამატებითი Patriot სისტემები შევისყიდოთ და უკრაინისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ”, – განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ის აღნიშნულ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტს გასულ ხუთშაბათს, 3 ივლისს, ესაუბრა და ამ სისტემების მიწოდება სთხოვა.
“ამერიკელებს თავად სჭირდებათ ზოგიერთი მათგანი, მაგრამ მათ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ”, – აღნიშნა მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ